კატეგორიები

ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელა კორუფციულ სკანდალში გაეხვია

ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელა კორუფციულ სკანდალში გაეხვია

ევროპარლამენტის ბელგიელი სოციალისტი, მარკ ტარაბელა, ეჭვმიტანილია კორუფციაში. მისმა ადვოკატმა აღიარა, რომ მას 2020 წელს ოფიციალურად არ გაუფორმებია თავისი სამუშაო ვიზიტი კატარში. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. დეკემბერში ტარაბელას სახლიც გაჩხრიკეს, თუმცა,  მიუხედავად ამისა, მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

მარკ ტარაბელა  ყოფილ ევროპარლამენტართან იტალიელ პიერ ანტონიო პანცერისთან დაახლოებული პირია, რომლის სახლის ჩხრეკისას 600 000 ევრო აღმოაჩინეს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების პრეზიდენტები გასულ ხუთშაბათს შეხვდნენ ერთმანეთს, რათა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გზები განეხილათ.

ბელგიის პოლიციამ დეკემბერში გაჩხრიკა ევროპარლამენტარების, ყოფილი დეპუტატებისა და მათი ლობისტების სახლები. მათ ჯამში 1,5 მილიონი ევრო ამოიღეს. დაკავებულია ოთხი ეჭვმიტანილი.

დაკავშირებული ამბები
ვარშავაში ღამის საათებში ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება 500 სამიზნე - კიევი ალექსანდრ ლუკაშენკას ომში ჩართვის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს
სხვა ამბები