მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: პოლონეთი უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს გადასცემს

ომი უკრაინაში: პოლონეთი უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს გადასცემს

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა გუშინ, 11 იანვარს, გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ უმკლავდებიან უკრაინელი  ჯარისკაცები  სოლედარში რუს სამხედროებს. თითქმის სრულად განადგურებულ ქალაქში უკრაინელები რუსი სამხედროების სასტიკ შეტევებს იგერიებენ.

სოლედარის აღებით ომი არ დასრულდება, თუმცა ეს კრემლისთვის ბრძოლის ველზე დიდი წარმატება  და ერთგვარი პლაცდარმი იქნება, რომ ალყაში მოაქციონ ახლომდებარე ქალაქი ბახმუტი. უკრაინის თავცდაცვის სამინიტროს სპიკერმა გუშინ აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადებები სოლედარის აღებასთან დაკავშირებით სიცრუეა.

სატელიტის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს,  როგორ ბომბავენ და ანადგურებენ რუსი სამხედროები სოლედარსა და ბახმუტს.

ამავდროულად, პოლონეთმა გადაწყვიტა, გარკვეული რაოდენობის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები გადასცეს მეზობელ უკრაინას. თუმცა უკრაინის პრეზიდენტი  აცხადებს, რომ რუსეთთან გასამკლავებლად უფრო მეტი სამხედრო დახმარებაა საჭირო.

უკრაინა ერთობლივ გადაწყვეტილებას ელის. მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის „ლეოპრადის“ ტიპის ტანკებს, რადგან უკრაინა რუსეთის ფედერაციის ათასობით ტანკს ებრძვის.

უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ და ეს ყველასთვის ცხადია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინელი ხალხი უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული ტანკები. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ფიქრობს, რომ პირველ რიგში, მათ პარტნიორებს ამ ქვეყნის საგანძურის – უკრაინელების ბედი უნდა აღელვებდეთ და არა ის, თუ რამდენი ტანკი უნდა გადასცენ უკრაინულ მხარეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთიან ჯგუფს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი უხელმძღვანელებს. ყოფილი მეთაური სერგეი სუროვიკინი კი ორ სხვა გენერალთან ერთად  ვალერი გერასიმოვის მოადგილედ დაინიშნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend