მთავარიევროპაუკრაინავაშინგტონი კიევს 3.75 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

ვაშინგტონი კიევს 3.75 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

კირილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამხედრო საჰაერო დანაყოფის მეთაურია,  მას გარდა სამხედრო დავალებებისა ჰუმანიტარული მისიაც შეუსრულებია, როდესაც ალყაშემორტყმულ მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცებისთვის საკვები და მედიკამენტები ჩაჰქონდა.

„ომის დასაწყისში მტრის სამხედრო კოლონა დედაქალაქისკენ მიემართებოდა, არ ვიცოდით სად, როდის და რა პირობებში გადავეყრებოდით მათ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვიყავით, ვინაიდან ვიცოდით, რომ მტერი შეიძლება ახლოს ყოფილიყო”, – იხსენებს კირილი.

ვაშინგტონი აგრძელებს კიევისთვის სამხედრო დახმარებას, ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 4 მილიარდამდე ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით,  უკრაინაში მიღებულ გამოცდილებას სამხედრო წვრთნების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებს.

„აუცილებელია, რომ უკრაინასა და სირიაში მიმდინარე სამხედრო კამპანიის დინამიკა გამოვიკვლიოთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. საჭიროა ახალი საწვრთნელი სქემების შემუშავება იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელსაც უკრაინასა და სირიაში ვიღებთ“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო კი ჰიპერბგერითი სარაკეტო შეიარაღების სადემონსტრაციო ვიდეომასალას აქვეყნებს.

კრემლში ამტკიცებენ. რომ „ზირკონის“ რაკეტას საათში 11 ათასი კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend