მთავარიამერიკააშშაშშ-ი მექსიკის საზღვრის არალეგალურად გადამსვლელებს უკან გააბრუნებს

აშშ-ი მექსიკის საზღვრის არალეგალურად გადამსვლელებს უკან გააბრუნებს

ამერიკის შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ გააბრუნებს უკან იმ მიგრანტებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მექსიკიდან საზღვრის გადაკვეთას არალეგალურად შეეცდებიან.

სამაგიეროდ, აშშ მზად არის, ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად ოთხი ქვეყნიდან მიიღოს 30 000 ადამიანი და მისცეს მუშაობის უფლება, თუ ისინი ქვეყანაში ლეგალური გზით ჩავლენ. მათ აუცილებლად უნდა ჰყავდეთ სპონსორი და გაიარონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემოწმება.

დღეს ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე არალეგალური გზით გადასვლას დღეში ასობით მიგრანტი ცდილობს.

“ნუ ეცდებით საზღვრის უკანონო გადაკვეთას. დარჩით იქ, სადაც ხართ და იქიდან კანონიერად მოგვმართეთ. დღეიდან, თუ თქვენ განაცხადს სამართლებრივად არ შემოიტანთ, თქვენ ამ ახალი პროგრამით ვერ ისარგებლებთ. ეს ახალი პროცესი მოწესრიგებული, უსაფრთხო, ჰუმანურია და ის გამართულად მუშაობს”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა ამის შესახებ კვირას ტეხასის შტატში, ელ-პასოში, დაგეგმილ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა.

პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება სამხრეთ საზღვარზე. იქიდან ჯო ბაიდენი გაემგზავრება მეხიკოში. იგი ორშაბათსა და სამშაბათს ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერებს შეხვდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend