მთავარიევროპაუკრაინასაფრანგეთი უკრაინას „მსუბუქ“ საბრძოლო ტანკებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას „მსუბუქ“ საბრძოლო ტანკებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას ე.წ. მსუბუქ საბრძოლო ტანკებს გადასცემს. საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ომში ჩართულ ქვეყანას დასავლეთის მიერ წარმოებულ ჯავშანმანქანებს აწვდის.

პარიზის ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, გადასცეს უკრაინას რამდენიმე AMX 10 RC საბრძოლო მანქანა, რადგან მათ თანმიმდევრულად ანაცვლებენ „იაგურის“ ტიპის ახალი ტანკებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან, როგორც ცნობილია, აქამდე ქვეყანას საბჭოთადროინდელი ტანკებით ამარაგებდნენ.

თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული აგრესიის დასასრულებლად და გამარჯვების მისაღწევად აუცილებელია დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა. მათ სჭირდებათ  ნებისმიერი თავდაცვითი საშუალება, რომლითაც სწრაფად დაამარცხებენ ტერორისტულ სახელმწიფოს. მისი თქმით, თანამედროვე დასავლური ჯავშანმანქანები და ტანკები ამ საკვანძო შესაძლებლობების მხოლოდ ერთი ნაწილია.

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინიტროს ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დონეცკის მიმართულებით კვლავ გრძელდება იერიშები. რუსეთის წარმომადგენლები ამბობენ,  რომ მათ რეგიონის სამხრეთში უკრაინელთა არაერთი კონტრშეტევა მოიგერიეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend