მთავარიმსოფლიოევროპაევროპის სამთო-სათხილამურო კურორტებზე თოვლის ნაკლებობაა

ევროპის სამთო-სათხილამურო კურორტებზე თოვლის ნაკლებობაა

ალპების დიდ ნაწილში წელს თოვლის ნაკლებობაა. ევროპის შუაგულში სეზონისთვის არადამახიასთებელი თბილი ამინდია, რაც პრობლემას უქმნის სამთო-ათხილამურო კურორტების ინდუსტრიას. შვეიცარიაში მიაჩნიათ, რომ წელს სამთო-სათხილამურო სპორტისთვის შესაფერისი ამინდი არ არის.

„ნახეთ, თოვლი საკმაოდ სველია, არც მკვრივია. გაზაფხულის თოვლივითაა. თოვლი კარგად უნდა იკვრებოდეს. სისველის გამო კი ეს შეუძლებელია“, – ამბობს სამთო-საბაგირო რკინიგზის დირექტორი ჰეჩერ ბერნეტი.

შვეიცარიაში მთებზე საკმარისი თოვლი არ არის. ფერდობები კი გამომშრალი ბალახითაა დაფარული. საფრანგეთიდან რუმინეთამდე, ევროპის დიდ ნაწილში, თბილი, მზიანი ამინდი და მაისისთვის დამახასიათებელი ტემპერატურაა, ტურისტებს, რომლებიც სამთო-სათხილამურო სეზონისთვის ემზადებოდნენ, გეგმები ჩაეშალათ.

თუმცა სინოპტიკოსების თქმით, უფრო ცივი ამინდებია მოსალოდნელი. სამთო-სათხილამურო კურორტების წარმომადგენლებიც თოვლის მოვლას მოუთმენლად ელიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend