მთავარიგადაცემებისინემაევროპული კინოდაჯილდოება 2022: უკრაინელმა კინოპროდიუსერებმა ერთობლივი წარმოების პრიზი მიიღეს

ევროპული კინოდაჯილდოება 2022: უკრაინელმა კინოპროდიუსერებმა ერთობლივი წარმოების პრიზი მიიღეს

წელს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ევროპული კინოდაჯილდოების ცერემონიაზე  ყველა უკრაინელი კინოპროდიუსერი დააჯილდოვა ევროსაბჭოს კულტურული მხარდაჭერის ფონდმა  „ევრიმაჟმა“. ეს იყო ფონიდს სოლიდარობის ნიშანი იმ ახალგაზრდა და სწრაფად განვითარებადი ფილმის ინდუსტრისია, რომელსაც ომმა დიდი დარტყმა მიაყენა.

უკრაინელმა კინოპროდიუსერმა და ოდესის კინოფესტივალის ყოფილმა დირექტორმა იულია სინკევიჩმა ყველას ნაცვლად მიიღო ჯილდო, რადგან ზოგიერთი კინოპროდიუსერი ახლა უკრაინის ფრონტზე იბრძვის და საკუთარ სიცოცხლეს სწირავს.

„დიდი პატივია, რომ აქ ყველა უკრაინელი კინოპროდიუსერს წარმოვადგენ და მათი სახელით ვიღებ ჯილდოს მაშინ, როდესაც უკრაინის თავზე ასეთი ტრაგიკული ქარტეხილი ტრიალებს,“ – განაცხადა იულია სინკევიჩმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინელი კინოპროდიუსერების  უმეტესობა  ომით გავერანებულ სამშობლოში დარჩა. ევროპულ კინოდაჯილდოებაზე რამდენიმე უკრაინული ფილმი იყო წარდგენილი როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური.

თუმცა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო სიკვდილის შემდეგ გადაეცა ლიეტუველ  კინორეჟისორ მანტას კვედარავიჩიუსს ფილმისთვის „მარიუპოლისი 2“ . მანტასი აპრილში ქალაქ მარიუპოლის ალყის დროს მოკლეს რუსებმა.

„ამ ფილმის რეჟისორი, მამაჩემი, დღეს აქ არ არის, ამიტომ უბრალოდ მინდა ვთქვა, თუ როგორ ვამაყობ მისით,“ – განაცხადა  ტეჯა კვედარავიჩიუსმა, მანტას კვედარავიჩიუსის ქალიშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე, როდესაც მამის სახელით მიიღო ჯილდო. „მან სიცოცხლე დაუფიქრებლად გაწირა, რათა ხალხისთვის მედიკამენტები მიეწოდებინა. ამას უმეტესობა ვერ შეძლებდა.  ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ასეთი ბრწყინვალე პიროვნება. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. დარწმუნებული ვარ, აქ რომ ყოფილიყო მამა, აღფრთოვანებული იქნებოდა.“

„მარიუპოლისი 2“ შეულამაზებელად აღწერს, თუ როგორი იყო ცხოვრება უკრაინის საპორტო ქალაქში ომისა და ქაოსის პირობებში.  ფილმი რეჟისორის დაღუპვის შემდეგ მისმა საცოლემ დაასრულა და კანის კინოფესტივალზე წარადგინა. „ევრონიუსი“ რეიკიავიკში ჯილდოს მფლობელ ორ უკრაინელ პროდიუსერს  გაესაუბრა.

„კინორეჟისორებსა და შემოქმედებით ადამიანებს განსხვავებული რეაქცია აქვთ,“ – ამბობს  იულია სინკევიჩი. „ზოგს ყოფნის შემოქმედებითი ძალა, რომ წინ იაროს, მოიგონოს ახალი ამბები და გადაიღოს ფილმები, ზოგი კარგავს მოტივაციას, იჭედება ერთ ადგილზე და მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის“.

„იყო კინოპროდიუსერი უკრაინაში –  ეს ახლა უკიდურესად რთულია და არ ვუსურვებდი ჩემს ევროპელ კოლეგებს, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყვნენ“, – განუცხადა უკრაინელმა კინოპროდიუსერმა დარია ბასელმა „ევრონიუსს“.

დარია ბასელი ფილმ „პეპლის ოცნების“ კინოპროდიუსერია – ეს არის უკრაინელი ჯარისკაცი ქალის გულისგამგმირავი ამბავი. იგი დონბასში ტყვედ ყოფნის დროს გააუპატიურეს. ეს ფილმი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ომი სინამდვილეში 2014 წელს დაიწყო.

ფილმი რუსეთის უკრაინაში შეჭრის  წინა დღეს დასრულდა და 2022 წელს კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი.

ავტორი: ფრედ პონსარდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend