მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვასა და ენერგოინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშების მიტანას.

იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა კიევში. ქალაქ ლვივის 90 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თავის ყოველდღიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ასეთი სარაკეტო თავდასხმებით მხოლოდ საქმეს ირთულებს და  სულ უფრო ნაკლები რაკეტა რჩება.

ამ მომენტისთვის უკრაინის რეგიონების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის დეფიციტია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კიევსა და მის შემოგარენში, ლვივის, ოდესის, ხერსონის, ვინიციისა და ზაკარპატიის რეგიონებში.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 54 რაკეტა გაანადგურეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებებია ხარკივშიც. უკრაინის საჰაერო ძალები ამბობენ, რომ მათ 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

როგორც საგზაო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანდრიი ივკო აღნიშნავს, ომის შედეგად მთელ უკრაინაში 25 000 კილომეტრის სიგრძის გზა დაზიანდა.

ბელარუსის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საზღვრისპირა სოფელში  მათ უკრაინული S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა ჩამოაგდეს. საპასუხოდ  ბელარუსის მთავრობამ უკრაინის ელჩს პროტესტი გამოუცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend