მთავარიმსოფლიოლეგენდარული პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

“მე ფეხბურთის სათამაშოდ დავიბადე, ისევე, როგორც ბეთჰოვენი დაიბადა მუსიკის, მიქელანჯელო კი ხელოვნების შესაქმნელად” – ასე ამბობდა სპორტსმენი, რომელიც ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა.

ფეხბურთის ლეგენდა პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბრაზილიელ ლეგენდას  2021 წლის სექტემბერში რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მას მსხვილი ნაწლავიდან სიმსივნური წარმონაქმნი ამოაჭრეს. მას შემდეგ პელე რეგულარულად მკურნალობდა.

საუკეთესო ფეხბურთელს ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს, რომელსაც მთელი  მსოფლიო პელედ იცნობდა, ძალიან უყვარდა ფეხბურთი. თითქოს ფეხბურთიც უდიდეს ძალას ანიჭებდა მას.

სადაც არ უნდა წასულიყო, ათასობით გულშემატკივარი  თან დაჰყვებოდა. მათ სურდათ, ერთხელ მაინც მოეკრათ თვალი სამგზის მსოფლიო ჩემპიონისთვის.

თექვსმეტი წლის ასაკში პელემ საერთაშორისო ასპარეზზე გამოიჩინა თავი და 1957 წელს სადებიუტო მატჩში გოლი გაუტანა პრინციპულ მეტოქეს, არგენტინის ეროვნულ ნაკრებს.

ერთი წლის შემდეგ კი  პელე, რომელმაც საოცარი უნარები გამოავლინა მთელი ტურნირისა და ფინალში შვედეთთან გამართული მასტერკლასის დროს,  ბრაზილიის ნაკრებს დაეხმარა,  პირველად გამხდარიყო ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. ეს ტიტული მათ წარმატებით შეინარჩუნეს 1962 წელს ჩილეში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

შემდეგ იყო ტრავმა და უკუსვლის პერიოდი, სანამ ის კიდევ ერთხელ არ დაეხმარა ბრაზილიას მესამე ტიტულის მოპოვებაში, ამჯერად უკვე მექსიკაში 1970 წელს. იგი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 3 მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

ოფიციალური მონაცემებით, თავისი 20-წლიანი კარიერის განმავლობაში პელემ 831 მატჩში 757 გოლი გაიტანა, თუმცა, როგორც კლუბ „სანტოსის“ წევრები ამბობენ, პელეს სინამდვილეში 1000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend