მთავარიგადაცემებიReview Newsთავდასხმა უკრაინაზე

თავდასხმა უკრაინაზე

24 თებერვლის გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. მალე უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ქვეყნის სხვა ადგილებში აფეთქებების ხმა გაისმა.

მას შემდეგ ომმა ასობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა, მილიონობით უკრაინელი აიძულა, ემიგრაციაში წასულიყო და მრავალი უკრაინული ქალაქი სრულად გაანადგურა.

სანამ საქმე ესკალაციამდე მივიდოდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში დიპლომატიური არხები ამოქმედდა, მათ შორის იყო ფრანგებისა და გერმანელების ვიზიტი მოსკოვში. პუტინი ვერც დასავლურმა სანქციებმა შეაჩერა. იგი ამტკიცებდა, რომ მისი მოთხოვნები, რომელთა მიხედვით, ნატოს ჯარი უნდა გაეყვანა აღმოსავლეთ ევროპიდან და უარი ეთქვა უკრაინისთვის ალიანსის წევრობაზე, არ შესრულდა.

რუსეთმა ე.წ. „ბლიცკრიგი“ სტარტეგია სცადა და უკრაინაში ჯარი რამდენიმე მიმართულებიდან შეიყვანა. იგეგმებოდა კიევის აღება და უკრაინის მთავრობის გადაყენება ერთ კვირაში.

მაგრამ კიევი მტკიცედ იდგა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა ამერიკაში ევაკუაციაზე. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში ომი იყო და მას არა ქვეყნიდან გაყვანა, არამედ იარაღი ესაჭიროებოდა.

უკრაინის აღმოსავლეთით სიდიდით მეორე ქალაქი ხარკივი დღე და ღამე იბომბებოდა. ისევე როგორც სხვა ქალაქებში, რომლებშიც სასტიკი ბრძოლები მიდმინარეობდა, აქაც მოსახლეობა იძულებული იყო, თავი მეტროებისა და სარდაფებისთვის შეეფარებინა.

ირპინში, კიევის შემოგარენში, ხალხი სასოწარკვეთილი ცდილობდა ევაკუაციას თუნდაც სახიფათო გზებით. მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე ჯვარედინ ცეცხლში მოჰყვა და იძულებული გახდა, გაქცეულიყო. მათი უმეტესობა ქალი და ბავშვი იყო, რადგან 18-დან 60 წლამდე უკრაინელი მამაკაცები ფრონტზე წავიდნენ.

გაეროს ინფორმაციით, მაისის ბოლომდე რვა მილიონ უკრაინელს მოუწია ქვეყნის შიგნით გადაადგილება. ხოლო შვიდ მილიონზე მეტმა დატოვა უკრაინა და ევროპაში წავიდა ლტოლვილად.

ლტოლვილებისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება პოლონეთი იყო.

ალინა კოსინსკა, უკრაინელი ლტოლვილი პოლონეთში:

“დავკარგე სახლი, ნორმალური ცხოვრება, მქონდა სამსახური, მაგრამ ახლა უნდა გავიქცე ჩემი ქვეყნიდან, რადგან ვიღაც შეშლილ კაცს სურს, რომ…არც კი ვიცი, რა სურს.“

რუსული არმია უკრაინაში ოთხი მხრიდან შეიჭრა. მაგრამ უკრაინულმა არმიამ შეძლო მისი შეკავება და უკუგდება. მარტის ბოლოს მოსკოვმა სამხედრო შენაერთები კიევიდან და ქვეყნის ჩრდილოეთიდან გაიყვანა და უკრაინის სამხრეთითა და აღმოსავლეთით გადაისროლა.

როდესაც აპრილის დასაწყისში რუსული არმია დონბასს უტევდა, რუსული რაკეტა ესროლეს რკინიგზის ვაგზალს კრამატორსკში, რის შედეგადაც 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend