ომით დაზარალებული უკრაინა და მისი კულტურა, მაყურებლის დაბრუნება გამოფენებსა და კონცერტებზე, გარემოსდამცველების შეტევა მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში გამოფენილ შედევრებზე – ასეთი იყო 2022 წელი კულტურისა და ხელოვნების სამყაროში, რომელიც სავსე იყო ისეთი ამბებით, რომლებიც ხელოვნების სფეროს სცილდება.
კულტურა იყო რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაზე მიტანილი იერიშის ერთ-ერთი პირველი სამიზნე და მსხვერპლი.
მაგრამ ხელოვნებასა და მუსიკას ვერ მოკლავ. ომის დაწყბიდან ორი კვირის შემდეგ კიევის კლასიკური მუსიკის ორკესტრმა კიევის მთავარ მოედანზე ხალხისთვის ე.წ. იმედის კონცერტი გამართა.
გასულ გაზაფხულზე ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე წარმოდგენილი იყო სამხედრო თემაზე შესრულებული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, სახელწოდებით „ ეს უკრაინაა, რომელიც თავისუფლებას იცავს“.
გამოფენაზე პლანეტის რამდენიმე ყველაზე ცნობილმა თანამედროვე ხელოვანმაც გამოფინა ნამუშევარი უკრაინის სოლიდარობისა და ომის დაგმობის ნიშნად.
JR-მა კი ლვივში მონუმენტური ინსტალაცია აღმართა.
“ეს უზარმაზარი სურათი აქ იმიტომ აღვმართე, რომ მინდა, რუსმა მფრინავებმა დაინახონ, ვის ბომბავენ ყოველდღე. ამიტომ გავშალეთ აქ 45-მეტრიანი სურათი ქალაქის შუაგულში. შეუძლებელია, ეს ვერ შეამჩნიო, როდესაც გადაუფრენ ქალაქს, რომელიც, ფაქტობრივად, წინა დღეს დაბომბეს,“ – განაცხადა JR-მა.
ნიკიტა კადანს და სხვა უკრაინელ მამაკაც ხელოვანებს ქვეყნიდან გასასვლელად სპეციალური მიმართვის აღება მოუწიათ.
ნიკიტა კადანი, ხელოვანი
“ეს ნამუშევარი ნივთმტკიცებებისაგან შედგება, აქ არის, მაგალითად, რუსული რაკეტების ნამსხვრევები, ასევე კიევში დანგრეული შენობებიდან აღებული ნატეხები“.
რამდენიმე დღის შემდეგ, მაისში, კიევში ირლანდიელმა როკვარსკვლავმა ბონომ კიევის ცენტრში მდებარე მეტროსადგურში წარმოდგენა გამართა და ხოტბა შეასხა უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისათვის და თავადაც წარმოთქვა ლოცვა „თავისუფლებისთვის“.
მსოფლიოს დიდებული ხელოვანები უკრაინას გვერდით დაუდგნენ და ნოემბერში ბენქსიმ კიევის გარეუბნების კედლებზე გრაფიტის მთელი სერია შექმნა, რომლებშიც პოლიტიკური გზავნილები პოეტურად არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსს, ფოლკლორული რეპის მიმდევარმა უკრაინულმა ჯგუფმა „კალუშმა“ ევროპაში ყველაზე პოპულარული სატელევიზიო და კაშკაშა მუსიკალური დაჯოლდოებისას მთავარი პრიზი აიღო სიმღერისთვის „სტეფანია.“
გამარჯვებულმა ჯგუფმა ევროპაში გამართა ტურნე და გაერთიანებულ სამეფოში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალს გლასტონბერის ეწვია
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიტყვით მიმართა ფესტივალის მოყვარულებს, რომლებიც უბედნიერესად გრძნობდნენ თავს იმის გამოც, რომ პანდემიის შემდეგ ისევ შეძლეს კონცერტებზე სიარული.
დასასრულ, ლონდონის ჰაიდ-პარკში როკის პაპებმა, ანუ ჯგუფის T-REX-ის წევრებმა, ბენდის 60 წლის იუბილე აღნიშნეს. საზოგადოებამ იხილა შესანიშნავ ფორმაში მყოფი მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი, რომლებიც უკვე 80 წელს უახლოვდებიან. მართლაც, დიდებულია.
2022 წელი კულტურის სამყაროს დაამახსოვრდა ასევე გარემოსდამცველი აქტივისტებით, რომლებმაც ევროპისა და მთელი მსოფლიოს მუზეუმები დააზარალეს. მათ შორის, მადრიდის პრადოს მუზეუმი და ლონდონის ეროვნული გალერეა. აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად შეურაცხყვეს გოიას, კლიმტის, ვან-გოგისა და ენდი უორჰოლის შედევრები.
არაძალადობრივი ვანდალიზმის ფორმას ხშირად მიმართავენ ახალაგაზრდები, რომლებიც გლობალური დათბობის მიმართ მთავრობის პასიურობას აპროტესტებენ.
2022 წელი ასევე იმით არის გამორჩეული, რომ მთელ მსოფლიოში კოლონიალური რეჟიმების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ხელოვნების ნიმუშებს იპარავდნენ. მაგალითად, გერმანია 2023 წელს ბენინსა და ნიგერიაში ხელოვნების ნიმუშების დიდი ნაწილის დაბრუნებას აპირებს.
დიდი ალბათობით, ამის აღიარება მოუწევს ბრიტანეთის მუზეუმსაც ლონდონში გამოფენილ როზეტის ქვასთან დაკავშირებით. ამით უნდა აღინიშნოს ეგვიპტოლოგიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა, 200 წლის იუბილე იმ დღიდან, როდესაც ფრანგმა მეცნიერმა (ჟან-ფრანსუა) შამპოლიონმა ამ ქვაზე დატანილი წარწერა გაშიფრა.
ჯერჯერობით ეგვიპტეს ქვის დაბრუნება ოფიციალურად არ მოუთხოვია…მისგან განსხვავებით, საბერძნეთმა უკვე მოითხოვა ათენის აკროპოლისიდან მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მოპარული პართენონის მარმარილოს სკულპტურების დაბრუნება.
ერთი წლის წინ ლონდონსა და ათენს შორის საიდუმლოდ დაიწყო მოლაპარაკებები და მხარეებმა მხოლოდ 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში განაცხადეს, რომ შესაძლოა, ელინური საგანძური უკან დაბრუნდეს.
2022-ის აშკარად პოლიტიზირებული კულტურული წლის შეჯამებას ვასრულებთ ჯეი არის JR’ აქცია-პერფორმანსით, რომელივ ხელოვანმა ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ გამართა იმ ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც მაჰსა ამინის მკვლელობის პროტესტის ნიშნად თმა შეიჭრეს.
ავტორი: ფრედერიკ პოსარდი