მთავარიმსოფლიოევროპადაძაბულობა განიმუხტა - კოსოვოელი სერბები საზღვარზე ბარიკადებს ხსნიან

დაძაბულობა განიმუხტა – კოსოვოელი სერბები საზღვარზე ბარიკადებს ხსნიან

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კოსოვოელი სერბები მომდევნო დღის დილიდან დაიწყებენ ბარიკადებისა და ხერგილების მოხსნას.

19-დღიანი ბლოკადის შემდეგ სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა მოახერხეს კომპრომისის მიღწევა. ისინი უკვე მუშაობენ,  რომ დაძაბულობა ოდნავ მაინც განიმუხტოს.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი და მისი დასრულება, როგორც ზოგიერთს ჰგონია, 2 საათში შეუძლებელია. იგი აფრთხილებს ყველას, ვინც კოსოვოში სერბების ყოფნის საკითხს ეთამაშება, რომ სერბეთი ამას არც ახლა და არც მომავალში არ დაუშვებს.

გასული თვეების განმავლობაში სერბეთის მიერ გაცემული სანომრე ნიშნების აკრძალვის გამო  კოსოვოში კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება.

ყოფილი სერბი პოლიციელი, რომლის საპროტესტო აქციაზე დაკავებამ სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტი და საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, ციხიდან უკვე გათავისუფლებულია, თუმცა ჯერ კიდევ შინაპატიმრობაში იმყოფება. დეიან პანტიჩის დაკავების გამო კოსოვოში მცხოვრებმა  სერბებმა  პროტესტის ნიშნად  კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში გზები გადაკეტეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend