მთავარიამერიკააშშაშშ-ი სტიქიისგან დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

აშშ-ი სტიქიისგან დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შეერთებულ შტატებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქვეყანას გადაუარა ქარიშხალმა, რომელსაც 59 ადამიანი ემსხვერპლა. ქარბუქმა დიდთოვლობა და ქარი, ასევე ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

ნიუ-იორკის შტატში ბუფალოს მცხოვრებლებიც ჩართული არიან გაწმენდით სამუშაოებში. რეგიონში ჯერ კიდევ ასუფთავებენ გზებს თოვლისა და მიტოვებული მანქანებისგან.

როგორც ქალაქის მერი ბაირონ ბრაუნი აცხადებს, ბუფალოში მანქანით გადაადგილების აკრძალვა, სავარაუდოდ, 29 დეკემბრიდან მოიხსნება, როდესაც გზები სრულად გაიწმინდება.  მისი თქმით,  ამ ისტორიული ქარბუქის შემდეგ მათ ქალაქ ბუფალოს ქუჩების 70 პროცენტი უკვე გაასუფთავეს. შესაბამისი სამსახურები, სხვა თანამშრომლებთან ერთად, განაგრძობენ გაწმენდით სამუშაოებს.

ქვეყანაში კიდევ ერთი კრიზისია, რომელიც ფრენებსა და აეროპორტებს უკავშირდება. გაუქმდა ათასობით ადგილობრივი ფრენა, მოიშალა ლოგისტიკა. ათასობით მგზავრს, პილოტებთან და გამცილებლებთან ერთად, აეროპორტებში უწევს ლოდინი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend