მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი მომავალი წლის გეგმებს რადას წარუდგენს

ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალი წლის გეგმებს რადას წარუდგენს

რუსულმა ძალებმა დაბომბეს უკრაინის როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთი ნაწილი. წინა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კიევმა ომის დასასრულებლად მოსკოვის მოთხოვნები უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად დამარცხდება ბრძოლის ველზე.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკვე დასახულია მომავალი წლის გეგმები, რომლებსაც რადას ყოველწლიური მიმართვის დროს გააცნობს.

ზელენსკის მიაჩნია, რომ ახალი წლის დადგომასთან ერთად  უკრაინელებს ერთიანი აზრი უნდა ჰქონდეთ ეროვნულ მიზნებთან დაკავშირებით.  მათ მიერ შემუშავებული გეგმა გულისხმობს მტრისგან უკრაინული მიწების გათავისუფლებას, უკრაინის აღდგენას, უკრაინელი ხალხის სახლში დაბრუნებას, პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას, უკრაინისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნას მთელ მსოფლიოში. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ სახელმწიფოს არ ეხება, ეს თითოეული უკრაინელის საქმეა.

მას შემდეგ, რაც ნოემბერში უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონი გაათავისუფლეს, ქალაქის მოსახლეობა მუდმივი რუსული სარაკეტო თავდასხმების სამიზნე გახდა.

ხერსონიდან 30 კილომეტრში პატარა სოფელი პოსად-პოკროვსკე რუსული ოკუპაციისა და რუსი სამხედროების უკან დახევის გამო სრულად განადგურდა.

მიუხედავად დიდი დანაკარგისა და საერთაშორისო იზოლაციისა, ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, არ აპირებს ტაქტიკის შეცვლას და ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი რუსი ხალხის გაერთიანება იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend