მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: ბახმუტში რუსეთის თავდასხმები გაძლიერდა

ომი უკრაინაში: ბახმუტში რუსეთის თავდასხმები გაძლიერდა

დონბასის რეგიონში ფრონტის ხაზზე რთული ვითარებაა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბახმუტში, კრემინასა და დონბასის სხვა ნაწილებში  მეტი ძალისხმევა და კონცენტრაციაა საჭირო.

ოკუპანტები ყველა საშუალებასა და რესურსს იყენებენ, რომ ოდნავ მაინც წაიწიონ წინ.  თუმცა უკრაინელი დამცველები მაინც უმკლავდებიან რუს დამპყრობლებს და ტყვედ აჰყავთ ისინი.

ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ყველა იმ მეომარს, რომლებიც მყარად იკავებენ პოზიციებს და მედგრად დგანან. მისი თქმით, ისინი არა  მხოლოდ თავს იცავენ, არამედ ცდილობენ, განდევნონ ოკუპანტები და შეამცირონ მათი რაოდენობა.

ქალაქ ბახმუტში, სადაც რუსეთის თავდასხმები გაძლიერდა, საავადმყოფოში დაჭრილ მეომრებს რთულ პირობებში მკურნალობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას ელექტროენერგია კვლავ შეფერხებით მიეწოდება, რაც გავლენას ახდენს დაახლოებით  9 მილიონ ადამიანზე.

ასევე რთული ვითარებაა ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში. კიევში ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს,  რომ გადასცენ ქალაქ ხერსონის მოსახლეობას, რომელიც ბოლო დროს რუსების სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა.

კიევშიც ძალიან ცივა. ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა ადგილობრივები თვლიან, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მათზე უფრო რთულ პირობებში ცხოვრობენ.

კონფლიქტი უკვე მეთერთმეტე თვეა, გრძელდება. შესაბამისად, უფრო მეტ ბიზნესს, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ანექსირებულ ყირიმშიც, უწევს, თანხა გადაანაწილოს ჯარის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ამას როგორც ნებაყოფლობით, ისე სახელმწიფო შეკვეთის ფარგლებში აკეთებენ.

ამჟამად სევასტოპოლის ერთ-ერთ საწარმოში  რუსი ჯარისკაცებისთვის თბილ ტანსაცმელს კერავენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend