მთავარიამერიკააშშნიუ-იორკში სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-იორკში სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა

შეერთებულ შტატებში საგანგებო სამსახურის თანამშრომლები ითვლიან ზარალს, რომელიც ზამთრის ქარბუქმა გამოიწვია. მილიონობით ამერიკელს შობის დღეს უბედურება დაატყდა თავს. ნიუ-იორკში გარდაცვლილთა რაოდენობა ორშაბათს 28-ამდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლება თვლის, რომ მათ ბუნება ებრძვის.

კვლავ რთული მეტეოროლოგიური ვითარებაა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში. ქარბუქს, რომელმაც ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება და რეისების გადადება გამოიწვია, მთელი ქვეყნის მასშტაბით 55 ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქ ბუფალოში ზამთრის მკაცრი ამინდები ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ასეთი დიდი თოვლი არავის ახსოვს. ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოკულმა სტიქია საუკუნის ქარბუქად შეაფასა და განაცხადა, რომ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. შეიძლება, ვითარება ისეთი მძიმე აღარ არის, როგორიც წინა დღეებში, თუმცა მდგომარეობა ჯერ კიდევ სახიფათოა.

ბოლო დღეების განმავლობაში 15000-ზე მეტი რეისი გადაიდო. მთელი ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებში ათასობით მოქალაქეა, რომლებიც ფრენების აღდგენას ელოდებიან.

ბოლო ინფორმაციით, რეისები გადაიდო დენვერის, ატლანტის, ლას-ვეგასის, სიეტლისა და ჩიკაგოს აეროპორტებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend