კატეგორიები

ესპანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ხუთი ადამიანი დაიღუპა, მას შემდეგ, რაც ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ავტობუსი ხიდზე გადასვლის დროს მდინარეში გადავარდა.

შემთხვევა პორტუგალიის საზღვართან ახლოს მოხდა. ადგილობრივი გაზეთის ინფორმაციით, ავტობუსს გადაჰყავდა პირები, რომლებიც მონტერესოს ციხეში ახლობლების მოსანახულებლად მიდიოდნენ.

2 მგზავრი გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო სამუშაოების დროს კიდევ 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

სამაშველო ოპერაცია ღამით უამინდობის გამო შეჩერდა, თუმცა მზის ამოსვლისთანავე ვერტფრენებითა და სამთო-სამშველო სამსახურის თანაშრომლების თანხლებით განახლდა.

დაკავშირებული ამბები
გარდაიცვალა მარიკარმენ აბასკალი - ესპანეთის სოციალური საპროტესტო მოძრაობის სიმბოლო პუჩდემონი ესპანეთში დაბრუნებას შეძლებს
სხვა ამბები