მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში ქალები ანაზღაურებად შვებულებაში გასვლას კრიტიკულ პერიოდში შეძლებენ

ესპანეთში ქალები ანაზღაურებად შვებულებაში გასვლას კრიტიკულ პერიოდში შეძლებენ

ესპანეთის დეპუტატთა კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

კანონპროექტი, სხვა ზომებთან ერთად, ითვალისწინებს ანაზღაურებად შვებულებას იმ ქალებისთვის, რომლებიც კრიტიკულ პერიოდში ტკივილს განიცდიან.

ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ხელი შეუწყო მსგავსი კანონის მიღებას. შვებულებისთვის საჭიროა ექიმის ნებართვა, რომლის ხარჯსაც სახელმწიფო სრულად  დაფარავს.

ესპანეთის თანასწორობის მინისტრის ირინე მონტეროს თქმით,  ამ გზით მენსტრუაციასთან დაკავშირებული საკითხები აღარ იქნება ტაბუდადებული.

„ჩვენ ვაღიარებთ მენსტრუაციას, როგორც ჯანმრთელობის უფლების ნაწილს და ვებრძვით სტიგმასა და დუმილს“, – განაცხადა ესპანეთის თანასწორობის მინისტრმა ირენე მონტერომ.

ახალი კანონპროექტის დამტკიცებამ სამთავრობო კოალიციის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ოპოზიციის ლიდერმა კი განაცხადა, რომ მენსტრუაციის გამო შვებულებამ შეიძლება პრობლემა შექმნას ქალების დაქირავების მხრივ.

„მართლმსაჯულების დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ კანონს ექნება უარყოფითი შედეგები, რომლებიც გამოიწვევს ჩვენს მარგინალიზაციას ან სტიგმატიზაციას და შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი შედეგები შრომის ბაზარზეც კი“, – განაცხადა დეპუტატმა მარია ტერეზა ანგულო რომერომ.

კანონპროექტი, რომელიც ახლა ესპანეთის სენატმა უნდა განიხილოს, ასევე ითვალისწინებს  აბორტის შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც, 16 და 17 წლის გოგონებს აბორტის გაკეთება მშობლების თანხმობის გარეშეც შეუძლიათ.

ესპანეთის კოალიციური მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალთა უფლებების დაცვაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend