თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 23-ედ გაიხსნება. ფესტივალი 4-დან 11 დეკემბრამდე გაიმართება. წელს პირველად, საკონკურსო სექციაში მხოლოდ ქართული ფილმები იქნება წარმოდგენილი, რომელთაგან საუკეთესო ოთხ კატეგორიაში უნდა გამოავლინონ.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ ნამუშევრებს კი რამდენიმე არასაკონკურსო სექციაში აჩვენებენ.
როგორია ფესტივალის წლევანდელი პროგრამა, რა არ უნდა გამოგვრჩეს – “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში კინოფესტივალის ქართული პანორამის კოორდინატორმა, კინორეჟისორმა მარი გულბიანმა ისაუბრა