კატეგორიები

ქალაქ ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

ქალაქ ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

გახშირებული რუსული დაბომბვისა და მკაცრი ზამთრის მოახლოების მიუხედავად,  ხერსონის მოქალაქეების ნაწილს ქალაქში დარჩენა და დახმარების მიღება ურჩევნია. ქალაქში მძიმე მდგომარეობაა, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია.

ერთ-ერთ მოხალისეს ვიქტორ მირონოვს მიაჩნია, რომ ხერსონი შესაძლოა მეორე მარიუპოლად იქცეს. მას სურს, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი გაიყვანონ ქალაქიდან. გარდა იმისა, რომ ხერსონს არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი, საკვების დეფიციტაცაა. მათ დახმარება სჭირდებათ.

მოხალისეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ უკრაინელებს თბილი თავშესაფარი ჰქონდეთ  და უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა საჭირო ნივთით.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები ხერსონის აღმოსავლეთით პოზიციებს ამაგრებენ. ბოლო დროს გახშირებული იერიშების ფონზე, გრძელდება  მოსახლეობის ევაკუაცია.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა
სხვა ამბები