მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სა და ევროკავშირს მადლობას უხდის

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სა და ევროკავშირს მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ახალ ვიდეომიმართვაში, მადლობა გადაუხადა აშშ-სა და ევროკავშირს უკრაინის მორიგი ფინანსური დახმარებისათვის. ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, საერთო ჯამში მისმა ქვეყანამ ბოლო დახმარების სახით ორივე პარტნიორისგან 7 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენით სამუშაოებზეც და თქვა, რომ ამ საკითხზე შესაბამისი პირები დაუღალავად მუშაობენ.

„მინდა ვისაუბრო იმ მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გამოუყო უკრაინას, რისთვისაც მათი მადლიერი ვართ. ევროკავშირისგან კიდევ ერთი ტრანში მივიღეთ ორნახევარი მილიარდი ევროს მოცულობით. ასევე, შეერთებულმა შტატებმა დამატებით 4,5 მილიარდი დოლარი გამოგვიყო, სხვადასხვა ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორებს სოლიდარობის ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისათვის.

რაც შეეხება ენერგეტიკის პრობლემებს. საფრთხეების მიუხედავად, ბევრ რეგიონში აღდგენითი სამუშაოები დაუღალავად მიმდინარეობს. კიევსა და 16 რეგიონში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება მოხერხდა. ვმუშაობთ, რომ უფრო დაჩქარდეს ეს პროცესი.

ბრძოლები უწყვეტად მიდის ცხელ წერტილებში – დონეცკის ოლქში, ლუგანსკის რეგიონში და მიმდებარედ უწყვეტი შეტევებია. მადლობა ჩვენს გმირებს, რომლებიც გაბედულად ატარებენ თავდაცვით ღონისძიებებს და ვიცი, რომ მალე ხერსონის დაბრუნების მსგავსი შედეგები გვექნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend