კატეგორიები

ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

ირანში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ათასობით ადამიანი 16 წლის მომიტინგის გასვენებას ესწრება.

ასევე ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ გაურბის უსაფრთხოების ძალების მიერ ნასროლ ტყვიებს ათეულობით მომიტინგე. მას შემდეგ, რაც სექტემბერში ზნეობის პოლიციის მიერ დაპატიმრებული ახალგაზრდა ქურთი ქალი, მაჰსა ამინი, გარდაიცვალა, ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. ზნეობის პოლიციამ ახალგაზრდა გოგო ჰიჯაბის არასწორად გამოყენების გამო დააკავა.

უწყვეტი გამოსვლები ბოლო ათწლეულის განმავლობაში თეოკრატიული მმართველობისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის უახლესი მონაცემებით, ირანში საპროტესტო გამოსვლებსა და პოლიციასთან შეტაკებებს 426 ადამიანი ემსხვერპლა,  17 400 მოქალაქე კი დაპატიმრებულია.

მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალების 55 წევრი დაიღუპა.

დაკავშირებული ამბები
ტრამპი ირანთან შეთანხმებას კვლავ დიდ წარმატებად წარმოაჩენს „ტრამპის შეთანხმება“ - 300 მილიარდი დოლარი და გარანტიები ირანს
სხვა ამბები