მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში ბენქსის ნახატი გამოჩნდა

უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში ბენქსის ნახატი გამოჩნდა

უკრაინის დედაქალაქის მახლობლად, ქალაქ ბოროდიანკაში ბრიტანელი გრაფიტის მხატვრის ბენქსის მურალი გამოჩნდა. ბენქსიმ საკუთარი ნამუშევრის სამი სურათი ინსტაგრამგვერდზე გამოაქვეყნა. უკრაინელები ბენქსის ახალ მურალს, სახელწოდებით ტანმოვარჯიშე, ქვეყნის დაუმარცხებლობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.

„ეს ტანმოვარჯიშე აქ ამ დანგრეული შენობის კედელზეა გამოსახული. ჩემი აზრით, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ არ ვნებდებით და ჩვენი ქვეყანა დაუმარცხებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამაა დანგრეული, ყველაფერს ავაშენებთ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ და რაც არ უნდა მოხდეს შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა გავაუმჯობესოთ“, – ამბობს უკრაინელი ოლექსი სავოჩკა.

ბუჩისა და ირპინის მსგავსად, რუსეთის იერიშების შედეგად ქალაქ ბოროდიანკის ნაწილი განადგურდა და მოსკოვის სასტიკი პოლიტიკის სიმბოლოდ იქცა. ქალაქი აპრილამდე რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული იყო.

ქალაქში დანგრეული შენობების კედლებზე ბენქსის სტილში კიდევ რამდენიმე მურალი გამოჩნდა, თუმცა ავტორი ჯერჯერობით უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend