კატეგორიები

მადრიდში დემონსტრანტები ხელფასების მომატებას მოითხოვენ

მადრიდში დემონსტრანტები ხელფასების მომატებას მოითხოვენ

მადრიდის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. ისინი ხელისუფლებისგან  ინფლაციასთან გასამკლავებლად ხელფასების მომატებასა და შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვდნენ.

საპროტესტო აქციებში პროფკავშირების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. სავაჭრო პროფკავშირები და პროტესტის მონაწილეები ინფლაციასთან გასამკლავებლად ხელფასების ზრდას მოითხოვენ.

პროტესტის მონაწილეებს სურთ, გათანაბრდეს ხელფასები და მუშათა კლასსაც ჰქონდეს არსებობის საშუალება.  მათი თქმით, ქვეყანაში თითქმის ვერცერთი სექტორი ვერ უმკლავდება ინფლაციას,  ყველა პროდუქტზე გაიზარდა ფასები.

ისინი ასევე მოითხოვენ ხელფასების ზრდას არა მხოლოდ იმ სექტორებისთვის, რომლებსაც პროფკავშირების მხარდაჭერა აქვთ, არამედ სხვა დასაქმებულებისთვისაც.

ესპანეთში გასულ ივლისს ინფლაციის მაჩვენებელმა 11 პროცენტს მიაღწია, თუმცა ოქტომბერში 7.3 პროცენტამდე დაეცა. ბოლო ინფორმაციით, დამსაქმებელთა ასოციაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს მთავრობასა და პროფკავშირებთან ხელფასების მომატების თაობაზე.

 

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანის ომს ერაყის 2003 წლის ომზე „გაცილებით უარესი“ შედეგი ექნება ესპანეთი აცხადებს, რომ მისი ბაზები ვერ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის
სხვა ამბები