მთავარიევროპაუკრაინაზელენსკიმ რუსეთი ხერსონის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დანაღმვაში დაადანაშაულა

ზელენსკიმ რუსეთი ხერსონის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დანაღმვაში დაადანაშაულა

რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინაში ირანელი ინსტრუქტორების დამხარებით  ირანში წარმოებულ დრონებს იყენებს, ის არც იმას ადასტურებს, რომ მისი მიზანი უკრაინის მოსახლებაში შიშის დათესვაა.
თუმცა პენტაგონში აცხადებენ, რომ ტექნიკური პერსონალი და მწვრთნელები  ირანელები არიან. მათი მტკიცებით,  უკრაინის დედაქალაქზე სწორედ ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით მიიტანეს იერიში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები, რომელთაც ყირიმში აქვთ ბაზა,  იყენებენ ირანში წარმოებულ დრონებს და მიაქვთ იერიში დედაქალაქ კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე. ირანელი პერსონალი და სამხედროები ყირიმში იმყოფებოდნენ და ამ ოპერაციებში რუსეთს ეხმარებოდნენ.

ნედ პრაისის თქმით, რუსეთს ამ დრიოსთვის ათეულობით დრონი გადასცეს და მათი მიწოდება მომავალშიც გაგრძელდება.

ერთ-ერთი რუსი ოფიციალური პირის განცხადებით, ხერსონიდან   15 000 ადამიანი გაიყვანეს მდინარე დნეპრის მეორე მხარეს.

თავის ყოველდღიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთი ხერსონის რეგიონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დანაღმვაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ახლა მსოფლიოში ყველამ მყისიერად და მძლავრად უნდა იმოქმედოს,  რომ თავიდან იქნეს აცილებული კიდევ ერთი რუსული ტერორისტული თავდასხმა. მისი შეფასებით, კაშხლის აფეთქება მასშტაბურ კატასტროფას ნიშნავს.

რუსეთში აცხადებენ, რომ „წითელ ჯვარს“ ჰქონდა უფლება, მოენახულებინა ოლენივკის ციხე, სადაც ივლისში მომხდარი დამომბვის დროს ათეულობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა, თუმცა იქ არსებული საფრთხის გამო ორგანიზაციის წევრები იმ ტერიტორიაზე ჯერჯერობით არ მისულან.
კიევის ხელისუფლებამ „წითელი ჯვარი“ უმოქმედობაში დაადანაშაულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend