მთავარისაქართველოვლადიმირ პუტინის მრჩეველმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში სააკაშვილის ხელისუფლება და აშშ...

ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში სააკაშვილის ხელისუფლება და აშშ დაადანაშაულა

მოსკოვი აგვისტოს ომის მე-16 წლისთავს მორიგი განცხადებით ეხმაურება. რუსულ სამთავრობო გამოცემასთან საუბრისას, ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში სააკაშვილის ხელისუფლება და ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

„ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში გამოიწვია მისი შემადგენლობიდან აფხაზეთისა და ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ გამოყოფა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებისთვის თავისი ტანჯვით იხდის“, – განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა.

15 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის დასრულების შემდეგ, მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ საფრანგეთის, იაპონიის, სლოვენიის, მალტის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ასევე მომავალი წევრების – საბერძნეთისა და დანიის სახელით განცხადება გააკეთა. მან რუსეთის ფედერაციას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების გაწვევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ფრანჩესკა გატის განცხადებას გაეროს ტრიბუნიდანვე უპასუხა რუსმა დიპლომატმა, დმიტრი პოლიანსკიმ. მან აგვისტოს ომის პროვოცირებაში თბილისი დაადანაშაულა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების ციტატა მოიყვანა. დმიტრი პოლიანსკიმ საქართველოს მმართველი პარტიის 13 აგვისტოს განცხადების ის ამონარიდი წაიკითხა, სადაც ხელისუფლება 2008 წლის მოვლენებში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ „დანაშაულებრივ ქმედებებზე“ საუბრობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend