მთავარიევროპაუკრაინაკიევი გეგმავს, კახოვკის კაშხლის განადგურების საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს

კიევი გეგმავს, კახოვკის კაშხლის განადგურების საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს

კახოვკის კაშხალი, რომელიც უკრაინაში მდებარეობს, მიმდინარე წლის ივნისში განადგურდა, რამაც გამოიწვია ეკოლოგიური კატასტროფა, მასშტაბური წყალდიდობა და მნიშვნელოვანი რეზერვუარის დაცლა.

კიევის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.  უკრაინელები დარწმუნებული არიან, რომ კაშხალი განზრახ ააფეთქეს.

ეს ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, თუმცა კიდევ ერთი მაგალითია იმისა,  თუ რა გავლენას ახდენს გარემოზე რუსეთის ომი უკრაინაში.

დღეს ათეულობით გამომძიებელი მიწას თხრის, აგროვებს ნიმუშებს, იღებს ფოტოებს და ნიადაგში პატარა წითელ დროშებს ამაგრებს.

უკრაინელი პროკურორი ვლადისლავ იგნატენკო აწარმოებს გამოძიებას, რომელიც რუსეთის მიერ ჩადენილ ეკოციდის ბრალდებებს უკავშირდება. კიევი გეგმავს, საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს.

პროკურორი ვლადისლავ იგნატეკო ამბობს, რომ  ყველა ნივთიერება, რომელიც ზედაპირზე იყო, წყლის ნაკადმა დინების მიმართულებით ჩაიტანა. მისი თქმით, მომავალში ამ დამაბინძურებელ ნივთიერებებს ნიადაგი შეიწოვს და შესაბამისად, საფრთხე დაემუქრება შინაურ ცხოველებსაც.

დინების ზემოთ დაახლოებით 300 კილომეტრში, ზაპორიჟიის შემოგარენში მიწა  გამომშრალია. ნიჟარები კი  კახოვკის რეზერვუარის ძველ კალაპოტთან არის მიმოფანტული.

ბიოლოგი ვადიმ მანიუკის თქმით,  ამ ადგილას 4 მეტრის სიღრმის წყალი იყო. თუმცა შემდეგ რეზერვუარი დაიცალა და მილიარდობით ცოცხალი ორგანიზმი განადგურდა

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ეკოციდს დანაშაულად არ მიიჩნევს, გარემოზე მიყენებული დიდი მასშტაბის ზიანი შესაძლოა ომის დანაშაულის ნაწილად მაინც განიხილოს.

უკრაინელი გამომძიებლებისთვის კი ეს ნამდვილად ეკოციდია,  თუმცა რუსეთი ბრალს არ აღიარებს.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ექვსი თვის შემდეგ ამ შემოგარენში სიცოცხლე ისევ იგრძნობა, გამოჩნდნენ თხები, რომლებსაც საძოვრად მცირე ბუჩქები მაინც შერჩათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend