მთავარიევროპაუკრაინაომის მეცხრამეტე დღე: ზელენსკიმ ნატოს კიდევ ერთხელ მოუწოდა ჩაკეტოს უკრაინის ცა

ომის მეცხრამეტე დღე: ზელენსკიმ ნატოს კიდევ ერთხელ მოუწოდა ჩაკეტოს უკრაინის ცა

უკრაინა და რუსეთი დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაახლებენ მოლაპარაკებებს. უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კვირას ფრონტის ხაზისპირა ქალაქებიდან დაახლოებით 5 500 მოქალაქე გაიყვანეს.

ამავდროულად, მოსკოვმა გაამართლა და ლეგიტიმურად შეაფასა თავდასხმა სამხედრო სამწვრთნელო ბაზაზე, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნის – პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს.  მან ტვიტერზე დაწერა, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ქალაქ იავოროვში სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე თავდასხმას.

იავოროვის სამხედრო ბაზიდან ახლომდებარე საავადმყოფოში ათეულობით დაჭრილი სამხედრო მიიყვანეს. თავდასხმის დროს გარდაიცვალა 35 და დაშავდა 130-ზე მეტი ადამიანი.

კვირას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ მიემართება რუსული სამხედრო კოლონა უკრაინის დედაქალაქისკენ.

უკრაინის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ გასული დღეების განმავლობაში კიევთან ახლოს გამუდმებით ისმის სროლის ხმა.

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ კიევის ჩრდილოეთით არიან რუსი სამხედრო ძალები, რომლებიც მასობრივ თავდასხმას აპირებენ. გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობს ირპინისა და ბუჩის მახლობლად.

რუსები ნაღმებს უკრაინელი ჯარისკაცების მიმართულებით ისვრიან. მათი თქმით, რუსი სამხედროები კიევზე იერიშის მისატანად ემზადებიან.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც გასამხნევებლად კიევში დაჭრილ ჯარისკაცებს ესტუმრა, ნატოს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჩაკეტოს უკრაინის ცა. მისი აზრით, რუსული რაკეტა შესაძლოა ნატოს ტერიტორიაზეც ჩამოვარდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend