რუსული ჯარების ახალი მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი უკრაინაში იგივე მეთოდებს იყენებს, რაც სირიაში გამოიყენა. ის ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობას. ამ ფონზე, კრემლი განაგრძობს შეიარაღების მიღებას ბელარუსის სამხედრო საცავებიდან. უკრაინული არმია კი ხარკივის რეგიონში შეტევით სამხედრო ოპერაციას განაგრძობს, ისევე როგორც სამხრეთის ფრონტის ხაზზე, სადაც უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ რუსული მომარაგების ცენტრების და ხაზების დაბომბვას.
ინტერვიუ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენ.შტაბის ყოფილ უფროსთან, ზაზა გოგავასთან