საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში – ამ თემაზე იმსჯელებენ დღეს, 19:00 საათზე სასტუმრო ბილტმორში.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ტრანსპორტის სექტორის ეფექტიანი მართვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ისაუბრებენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კვლევები, სადაც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებია განხილული.
კონფერენციამდე ამ თემებზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა ისაუბრა