კატეგორიები

ხერსონის რეგიონი – ცხოვრება ოკუპაციის შემდეგ

ხერსონის რეგიონი – ცხოვრება ოკუპაციის შემდეგ

ხერსონის რეგიონში, ოკუპანტებისგან ახლად გათავისუფლებულ სოფელ ვისოკოპილიაში, ადგილობრივები პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსოვნას და ცდილობენ, საჭირო ნივთები შეაგროვონ. აქ ყველგან იგრძნობა ნგრევისა და ბრძოლის კვალი. ერთ-ერთ ადგილობრივს, ვოლოდიმირს, ცრემლი ადგება, როცა თავის გარდაცვლილ მეზობლებს იხსენებს.

ვოლოდიმირმა ჟურნალისტებს  თავისი მეზობლების საფლავები აჩვენა. იგი ჰყვება, რომ ერთ-ერთი მათგანი აგურის ქარხანაში დახვრიტეს, ერთი კი საკუთარ საწოლში მოკლეს.

დაბომბვის შიშის მიუხედავად, მოსახლეობა ნელ-ნელა უკან ბრუნდება. მათ სურთ, აღადგინონ თავიანთი დანგრეული სახლები. ეს ერთ-ერთი პირველი სოფელია, რომელიც უკრაინელთა კონტრშეტევის შედეგად გათავისუფლდა. ომამდე აქ 4000 მოსახლე იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპაციის პირობებში 13 ადამიანი დაიღუპა. მათგან სამი კი რუსმა სამხედროებმა დახოცეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მისმა ოთხი წლის ქალიშვილმაც კი იცის,  რა არის  გრადი, ურაგანი, ტანკი და ნაღმმტყორცნი.

ოკუპაციამ იზიუმის მცხოვრებლებს დიდი ტრავმა მიაყენა. იზიუმის შემოგარენსა და ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტყეებში  ჯერ ისევ პოულობენ საფლავებს. ქალაქი საგრძნობლად დაზარლდა და თითქმის ყველაფერი დანგრეულია. მცხოვრებლები  იმ შიშზე საუბრობენ,  რომელსაც ისინი მრავალთვიანი ოკუპაციის პირობებში განიცდიდნენ.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები