ირანში საპროტესტო ტალღა არ წყდება. 22 წლის მაჰსა ამინი ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა და შემდეგ ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
მსოფლიოს სხვა ქალაქებთან ერთად, გუშინ აქცია გაიმართა თბილისშიც, რომლის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანელ ქალებს და არა მხოლოდ მათ – ყველა ირანელს, ვინც სიკვდილის რისკის ფასად თავისუფლებისთვის იბრძვის.
რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა, როგორია ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ირანში – „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ ისაუბრა