კატეგორიები

ირანში დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის სიკვიდილის გამო საპროტესტო აქციები გრძელდება

ირანში დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის სიკვიდილის გამო საპროტესტო აქციები გრძელდება

ირანში დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილის გამო ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. მოქალაქეები, რომლებიც სამართალდამცველების ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, თეირანის ცენტრში შეიკრიბნენ. მათ უზენაესი ლიდერის ალი ხომენეის გადადგომა მოითხოვეს.

ირანში პერმანენტული საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი ისლამური სამოსის ტარების წესების დარღვევის გამო დააკავა, შემდგომ კი მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. თუმცა მაჰსა ამინის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები აცხადებენ, გოგოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება პოლიციის არასათანადო მოპყრობას მოჰყვა.

ჰენგაუს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცველების დაპირისპირებას 3 დემონსტრანტის სიცოცხლე შეეწირა. დაკავებულია ათასობით ადამიანი.

დაკავშირებული ამბები
ირანში მოჯთაბა ხამენეი „მოწამებრივად დაღუპულთა“ ბანერზე გამოსახეს FIFA-ს პრეზიდენტის განცხადებით, ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს
სხვა ამბები