კატეგორიები

ირანში ახალგაზრდა ქურთი ქალის გარდაცვალებას პროტესტი მოჰყვა

ირანში ახალგაზრდა ქურთი ქალის გარდაცვალებას პროტესტი მოჰყვა

ირანში პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქურთი გოგოს სიკვდილს მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ე.წ. „მორალის პოლიციამ“ 22 წლის მაჰსა ამინი  ქვეყანაში არსებული მკაცრი კანონების შეუსრულებლობის გამო დააკავა.

სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაციით, მაჰსა ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი  3 დღის განმავლობაში კომაში იყო.

პოლიციაში აცხადებენ, რომ პოლიციელები დაზარალებულს ფიზიკურად არ შეხებიან. მთავრობის ვერსიით,  მისი სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო.  მაჰსა ამინის ოჯახის წევრები და თვითმხილველები კი ამტკიცებენ, რომ მას პოლიციის მანქანაში სცემეს. ახალგაზრდა გოგოს ტანზე ძალადობისა და წამების კვალი აღენიშნებოდა.

დაკავშირებული ამბები
თეირანი მოჯთაბა ხამენეის განცხადებას ავრცელებს, დასავლური მედია კი მის უგონო მდგომარეობის შესახებ წერს ისრაელის თავდასხმას თეირანზე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა ამბები