მთავარიმსოფლიოდაბრუნება მთვარეზე: NASA-ს ახალი რაკეტა 29 აგვისტოს საცდელ ფრენას შეასრულებს

დაბრუნება მთვარეზე: NASA-ს ახალი რაკეტა 29 აგვისტოს საცდელ ფრენას შეასრულებს

NASA მთვარეზე ბრუნდება. კოსმოსური სააგენტოს ახალი პროგრამის, არტემისის ფარგლებში, ახალი თაობის რაკეტა უკვე გამშვებ პლატფორმაზეა და მეცნიერები მას საცდელი ფრენისთვის ამზადებენ.

ეს ყველაზე დიდი რაკეტაა სატურნ V-ის შემდეგ, რომელმაც 1960 და 1970-იან წლებში მთვარეზე ასტრონავტები დასვა.

ხომალდს ამჯერად ასტრონავტების გარეშე, 29 აგვისტოს გაუშვებენ, კოსმოსური ხომალდი 42 დღის განმავლობაში 2,1 მილიონ კილომეტრს დაფარავს, მთვარეს შემოუვლის და 10 ოქტომბერს წყნარ ოკეანეში დაეშვება. ფრენის განმავლობაში ხომალდში ეკიპაჟის წევრების ნაცვლად სამი მანეკენი იჯდება, რომლებიც მონაცემების მოსაგროვებლად 5 600-ზე მეტი სენსორითა და 34 რადიაციის საზომი მოწყობილობით იქნებიან აღჭურვილნი.

“ეს რთული მისიების დასაწყისია, არტემისის პირველი საცდელი მისია საფუძველს ჩაუყრის ღრმა კოსმოსის კვლევას, ეს იქნება ჩვენი შესაძლებლობებისა და მიზნის დემონსტრაცია, რაც არის მთვარეზე და მარსზე ადამიანები ყოფნა”, — ამბობს ნასას პრესსპიკერი შტეფან შიჰოლცი.

არტემისის პროგრამის ფარგლებში შემდეგი გაშვება 2024 წელს იგეგმება, ამ დროს 4 ასტრონავტი მთვარეს შემოუფრენს და დედამიწაზე დაბრუნდება.

“ასტრონავტები იცხოვრებენ და იმუშავებენ კოსმოსში, განავითარებენ მეცნიერებას და ტექნოლოგიას, რომელიც საჭიროა პირველი ადამიანების მარსზე გასაგზავნად. ჩვენ წავალთ მარსზე, ასევე, ვბრუნდებით მთვარეზე, რათა ვისწავლოთ როგორ უნდა ვიცხოვროთ და გადავრჩეთ იქ”, — განაცხადა ნასას ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა.

2025 წელს კი არტემისის მესამე მისია გაეშვება, რომლის ფარგლებშიც მთვარეზე პირველი ქალი ასტრონავტი დაეშვება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend