მარცვლეულით დატვირთულ პირველი უკრაინულ გემს, რომელიც ლიბანის მიმართულებით მიდიოდა, ახალი პორტის მოძიება მოუწევს, რადგან თავდაპირველმა ლიბანელმა მყიდველმა მის მიღებაზე უარი განაცხადა.
უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, გემ „რაზონიზე“ არსებულ მარცვლეულზე მყიდველმა უარი დაგვიანების გამო თქვა. „რაზონიმ“ ოდესის პორტი კვირას დატოვა, მას 26,527 ტონა სიმინდი ლიბანის ქალაქ ტრიპოლში უნდა ჩაეტანა. ამჟამად გემი თურქეთის სამხრეთ სანაპიროსთან დგას.
კიდევ ერთმა გემმა, სახელწოდებით „პოლარნეტმა“, ტვირთი თურქეთის ქალაქში ჩაიტანა. ტვირთის მიღების შემდეგ კაპიტანმა რთული და დაბრკოლებებით სავსე მოგზაურობის შესახებ ისაუბრა.
„ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრიდან სამმა გემმა მიიღო წინასწარ განსაზღვრული მარშრუტი – განედები, გრძედები და პოზიციები. სტამბოლში ჩასვლამდე 17 მიმართულება გვქონდა როგორც მოკლე მანძილზე, ისე საშუალო და შორ მანძილზე. რა თქმა უნდა, ეს სახიფათო ტერიტორიები და დერეფნები იყო, რომლებიც ახლა გაწმენდილი და განნაღმულია“, – ამბობს “პოლარნეტის” კაპიტანი აჰმეტ ალიბეილერი.
უკრაინა კიდევ რამდენიმე გემმა დატოვა. ტვირთის გატანა უკრაინასა და რუსეთს შორის თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებით გახდა შესაძლებელი. შეთანხმების მიზანი იმ სასურსათო კრიზისის აღმოფხვრაა, რომელის წინაშე მსოფლიო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აღმოჩნდა.