კატეგორიები

მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი უკრაინიდან თურქეთში ჩავიდა

მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი უკრაინიდან თურქეთში ჩავიდა

მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, რომელიც უკრაინული პორტიდან გამოვიდა, უსაფრთხოდ მივიდა თურქეთის სანაპიროსთან. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ექსპორტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, უკრაინიდან ყოველდღიურად თითო გემს მიიღებენ.

პირველ გემი, სახელწოდებით „რაზონი“, რომელსაც 27 ტონამდე სიმინდი ლიბანში მიაქვს, ოდესის პორტის დატოვებიდან 36 საათის შემდეგ შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტესთან, დაახლოებით საღამოს 6 საათზე გაჩერდა.

მარცვლეულის ექსპორტი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც თურქეთისა და გაეროს ჩართულობით რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც  მარცვლეულისა და სასუქების უკრაინული პორტებიდან გატანას ითვალისწინებს.

მიღწეული შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შემსუბუქებას ემსახურება.

დაკავშირებული ამბები
კორუფციის ბრალდებით ერაყში მთავრობის მაღალჩინოსნები დააკავეს ვალდაიდან პეკინამდე - პუტინთან ფარული შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკა ჩინეთს ეწვია
სხვა ამბები