ევროპაში მაღალი ტემპერატურა ისტორიულ ნიშნულს აღწევს. რამდენიმე ქვეყანაში სიცხისაგან გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან.
შედეგად რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მაღალი ტემპერატურის გამო, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ასობით ადამიანი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა დიდ ბრიტანეთში, სადაც რეკორდულ სიცხეს პროგნოზირებენ. მეცნიერები კი განმარტავენ, რომ განსაკუთრებული სიცხის მორიგი ტალღა კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან არის დაკავშირებული.
რითი აიხსნება ტემპერატურის მკვეთრი მატება და რა გამოწვევები ელოდება საქართველოს – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ტექნიკური მრჩეველი კლიმატის მიმართულებით, კახა მდივანი, საუბრობდა