კატეგორიები

დასავალეთ ევროპის ქვეყნებში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა

დასავალეთ ევროპის ქვეყნებში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა

მაღალი ტემპერატურის გამო ესპანეთში ტყის ხანძრები გაჩნდა. 1700-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოიყვანეს შემთხვევის ადგილიდან.

კატალონიის რეგიონში, ბალდომარის პროვინციაში ხანძარი მთის ფერდზე 1500 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოედო, ბარსელონასთან ახლოს კი 40 ჰექტარი მიწის ფართობი იწვის. მთელი კვირის განმავლობაში ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში ტემპერატურა 40 გრადუსს გადასცდა.

ფრანგი ტურისტის მარი ტერკის თქმით, მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან უკვე  იგრძნობა კლიმატის ცვლილების შედეგები. მისი აზრით,  ახლა გამოსავლის მოძებნაა აუცილებელი.

როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, შვეიცარიაშიც მაღალი ტემპერატურაა. მოქალაქეები გაგრილებას სხვადასხვა გზით ცდილობენ.  მდინარეებსა და ტბებთან ხალხმრავლობაა.

წელიწადის ამ დროს უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა გერმანიაშიც. გერმანიის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 36.5 გრადუსს გადასცდა.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა
სხვა ამბები