მთავარიევროპაუკრაინასევეროდონეცკში 500-მდე ადამიანი ერთ-ერთ ქარხანას აფარებს თავს

სევეროდონეცკში 500-მდე ადამიანი ერთ-ერთ ქარხანას აფარებს თავს

რუსეთი ჰუმანიტარულ დერეფანს სთავაზობს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ ისევ ქალაქ სევეროდონეცკში არიან ჩარჩენილი.

მოქალაქეები, როგორც ქალაქ მარიუპოლში, აქაც ერთ-ერთ ქარხანას აფარებენ თავს. დაახლოებით 500 ადამიანს, მათ შორის 40 ბავშვს, უსაფრთხო გასასვლელი ესაჭიროება. უკრაინელმა სამხედროებმა უკვე სცადეს მათი გამოყვანა, თუმცა ხიდების აფეთქების გამო შეუძლებელი გახდა ქალაქიდან გასვლა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინას დიდი დანაკარგი აქვს, რაც ძალიან მტკივნეულია. თუმცა მიუხედავად ამისა, მათ უნდა შეძლონ  პოზიციების შენარჩუნება დონბასში.

ზელენსკის თქმით, რაც უფრო მეტი დანაკარგი ექნებათ რუსებს, უფრო მეტად დასუსტდებიან და აღარ ექნებათ ძალა აგრესიის გასაგრძელებლად. მთავარი ახლა ისაა,  თუ ვინ მოიპოვებს უპირატესობას დონბასში მომდევნო კვირების განმავლობაში.

გაუთავებელი დაბომბვის მიუხედავად, სევეროდონეცკის მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკში უწყლოდ და უშუქოდ დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ომი მალე დასრულდება.

ადგილობრივები ევგენია და მაქსიმი ვერ ხვდებიან,  რატომ ბომბავენ ამ ადგილს. როგორც ისინი ამბობენ,  აქ არავინ არის, არც სამხედრო შენაერთები.

ამ რეგიონს ყოველდღიურად ბომბავენ. ირგვლივ ყველაფერი დანგრეულია. ამიტომ სულ უფრო მეტად ისმის მოწოდებები სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend