მთავარიმსოფლიოუკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, თურქეთმა და გაერომ შეძლეს  და რუსეთთან და უკრაინასთან  მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის პორტებში გაჩერებული მარცვლეულის ექსპორტს უკავშირდება.

სააგენტოს წარმომადგენლები თურქულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ამ ძალისხმევის შედეგად, შესაძლოა, შეთანხმება სწორედ სტამბოლში გაფორმდეს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, როგორც იქნა, მიაღწია გარკვეულ წარმატებას დიპლომატიური არხებით. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მას ნეიტრალური პოზიცია ეკავა.

ამავდროულად, თურქეთის შუამავლობითა და გაეროსთან თანამშრომლობით სტამბულში  უკრაინასა და თურქეთს შორის ურთიერთკავშირის მარეგულირებელი ცენტრის შექმნას აპირებენ.

ინიციატივის ფარგლებში იგეგემება 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე.

უკრაინის მარცვლეულის ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამ სეზონზე უკრაინაში  19 მილიონ ტონა მოსავალს ელიან, მაშინ, როცა გასულ წელს ქვეყანას  33 მილიონი ტონა მარცვლეული ჰქონდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend