კატეგორიები

„მაიმუნის ყვავილის“ ევროპის ქვეყნებში ვრცელდება

„მაიმუნის ყვავილის“ ევროპის ქვეყნებში ვრცელდება

ავსტრიის ქალაქ ვენაში დაავადება „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა.

35 წლის მამაკაცი საავადმყოფოში შაბათს საღამოს გადაიყვანეს. მას „მაიმუნის ყვავილის“ სიმპტომები გამოუვლინდა.

ბელგიაში ინფიცირებულთათვის 21-დღიანი კარანტინი სავალდებულო იქნება.

იმ პირებს, რომელთაც ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი, კარანტინი არ შეეხებათ, თუ თავადაც არ აღენიშნებათ სიმპტომები.

დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულები ვალდებული არიან, 21 დღე იყვნენ საზოგადოებისგან იზოლირებული.  მათ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინას სთავაზობენ.

ადგილობრივი  მედიასაშუალებები ამბობენ,  რომ ლონდონში ინფიცირების უფრო მეტი შემთხვევაა.  ქვეყანა ცდილობს, შეაჩეროს ინფექციის მნიშვნელოვანი ზრდა, რომ ჯანდაცვის სექტორი არ გადაიტვირთოს.

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, პორტუგალიაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში ინფიცირების შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მოსალოდნელია, რომ  მიმდინარე კვირას ვირუსი უფრო მეტ ქვეყანაში გამოვლინდება.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა
სხვა ამბები