მთავარიევროპაუკრაინა„მითხრა, რომ დასასრული მალე იქნება“ - აზოვსტალში მებრძოლის ცოლი

„მითხრა, რომ დასასრული მალე იქნება“ – აზოვსტალში მებრძოლის ცოლი

მარიუპოლში მებრძოლის ცოლი ნატალია ზარიცკა ტელეფონში ქმრის ფოტოს გვაჩვენებს. მისი ქმარი აზოვსტალის ქარხანაშია.

ნატალია ზარიცკა – „მან მითხრა, რომ ალყა სულ უფრო ვიწროვდება და დასასრული მალე იქნება…“

– ფიქრობთ, რომ მას კიდევ ნახავთ?

ნატალია ზარიცკა – „დიახ, იმედი მაქვს. თან მგონია, რომ შანსი აღარ დარჩა, მაგრამ გულის სიღრმეში მჯერა, რომ შეგვიძლია მათი გადარჩენა…“

იულია ტარასენკოს ქმარიც აზოვსტალის ქარხანაშია – ის ქმრისა და სამი წლის შვილის ფოტოს გვაჩვენებს.

იულია ტარასენკო – „როგორც ყველა ქალი, მეც ვტირი. ძალიან მენატრება… ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრაგედიაა. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ის ყოველთვის მწერდა ამა ფრაზას – ძვირფასო, მე უნდა დავბრუნდე, რომ შენთან ვიყო…“

აზოვსტალის მებრძოლების დედებმა და ცოლებმა პრესკონფერენცია გამართეს. სვეტლანა ტარასენკო ერთ-ერთი მებრძოლის დედაა. ისინი შიშობენ, რომ მებრძოლებს მალე ვეღარ გადაარჩენენ.

სვეტლანა ტარასენკო – „ჩემი შვილი უნდა დაბრუნდეს. მან იცის, რომ მე ველოდები… რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება, რომ დაბრუნდება… რომ კვლავ ვნახავ…“

მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში რამდენიმე ასეული ჯარისკაცია. ახლა სწორედ ისინი აკავებენ რუსეთის ძალებს და ხელს უშლიან საპორტო ქალაქის სრულად აღებაში. ნატაალია ზარიცკას ქმარმა უთხრა, რომ დასასრული ახლოვდება. ჯარისკაცების დედები და ცოლები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, რათა აწარმოონ მოლაპარაკებები რუსეთთან და მებროლები აზოვსტალის ტერიტორიიდან გაიყვანონ.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს მოლაპარაკებებს  60 მძიმედ დაჭრილის ევაკუაციისთვის.თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ მზაობა გამოთქვა, დაჭრილი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოქალაქეების გემით ევაკუაციისთვის, თუმცა მხარეებს ამაზე მკაფიო პასუხი ჯერ არ გაუციათ. მისი თქმით, შეთავაზება ძალაშია.

ქარხანა „აზოვსტალი“ კვლავ რჩება მტკიცე წინააღმდეგობის სიმბოლოდ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend