კატეგორიები

შეერთებულ შტატებში კორონავირუსს ერთი მილიონი ადამიანი ემსხვერპლა

შეერთებულ შტატებში კორონავირუსს ერთი მილიონი ადამიანი ემსხვერპლა

შეერთებულ შტატებში პანდემიის დროს კორონავირუსს დაახლოებით მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ჯანმოში მიაჩნიათ, რომ გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა სხვა ქვეყნებში უფრო მაღალია.

ჯანდაცვის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ვაქცინაციის პროცესმა მნიშვნელოვნად შეამცირა გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობა. მათი აზრით, ამერიკელების დიდი ნაწილი რომ აცრილიყო, ბევრად უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი.

შეერთებულ შტატებში პირველი შემთხვევა გამოვლინდა 2020 წლის 20 იანვარს, როდესაც ინფიცირებული პირი ვუჰანიდან მშობლიურ ქალაქ სიეტლში ჩამოვიდა.

ბოლო მონაცემებით,  2019 წლიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით 6 მილიონ 200 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

დაკავშირებული ამბები
„ირანთან დაკავშირებით ჩინეთთან უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განსხვავება”- სკოტ ბესენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე უცხოელისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს
სხვა ამბები