კატეგორიები

WHO: მსოფლიოში წითელას შემთხვევები 80% გაიზარდა

WHO: მსოფლიოში წითელას შემთხვევები 80% გაიზარდა

ჯანმოსა და იუნისეფის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 2 თვეში მსოფლიოს მასშტაბით წითელას შემთხვევები 80 პროცენტით გაიზარდა.

პანდემიისა თუ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მნიშვნელოვანად შეფერხდა გეგმიური იმუნიზაციის პროცესი. ჯანმოში ფიქრობენ, რომ დაავადება წითელას შესაძლო ეპიდაფეთქებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება.

ჯანმოს გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მიმდინარე კვირა მსოფლიო იმუნიზაციის კვირაა და მას კიდევ ერთხელ სურს, ხაზი გაუსვას ვაქცინაციის მნიშვნელობას.

ტედრო ადანო გებრეისუსი მიიჩნევს, რომ ამ რთულ პერიოდში ვაქცინა სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა იმუნიზაციის პროგრამები, რაც მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და ხელს უწყობს დაავადებების წითელასა და პოლიომიელიტის გავრცელებას.

მთელ მსოფლიოში ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამები მნიშვნელოვნად შეაფერხა კორონავირუსის პანდემიამ. მდგომარეობა ჯერ არც გამოსწორებულა. მოსახლეობა ასევე ნაკლებად იტარებს ​ტიფისა და პოლიომიელიტის აცრებს.

ბოლო 12 თვეში წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა სომალიში, ლიბერიაში, იემენში, ავღანეთსა და კოტ-დ’იუვარში გამოვლინდა.

Related news
„აღარ შეიძლება ენდო იმას, რასაც ხედავ ან გესმის“ - ექსპერტები კიბერთავდასხმების ზრდას ელიან აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „კუბისთვისაც მოიცლის“
სხვა ამბები