მსოფლიო შესაძლოა სურსათის კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. რუსეთ-უკრაინის ომი ძირითადი მარცვლეულის მიწოდებას აფერხებს, ამიტომ პროდუქტზე ფასები იზრდება, მილიონობით ადამიანი კი შიმშილის საფრთხის წინაშეა.
უკრაინა სასურსათო პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. თუმცა ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვერ წარმოუდგენია, როგორ შეუძლია უკრაინას დათესოს ხორბალი, როდესაც ქვეყანას რუსი სამხედროები ბომბავენ.
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროპარლამენტარებთან დეტალურად განიხილა სურსათის უსაფრთხოების საკითხები.
„მოსავლისა და მარცვლეულის ექსპორტზე გატანის მთავარი არხები ჩვენი ნავსადგურები იყო. დღეს, ეს არხები ან ნაწილობრივ ან სრულად განადგურებულია. სულ რამდენიმე საათის წინ რუსებმა მიკოლაივის მარცვლეულის პორტი დაბომბეს. იქ უზარმაზარი საცავი გვქონდა. ყველაფერი განადგურებულია“, – განაცხადა უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რომან ლეშჩენკომ.
ხორბლის ფასებმა ბოლო დღეებში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გაიზარდა სხვა მარცვლეულისა და მზესუმზირის ზეთის ფასებიც.
რუსეთისა და უკრაინის ხორბლის 30%-ზე მეტი დაახლოებით 50 ქვეყანაში შედის. ყველაზე მეტად ამ ხორბალზე ჩრდილოეთ აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალი განვითარებადი ქვეყანაა დამოკიდებული.
შედარებით ღარიბი ქვეყნები უკვე გრძნობენ გაზრდილი ფასების შედეგებს. ბევრი მათგანი პანდემიის გამო უკვე აღმოჩნდა ეკონომიკური კრიზისის წინაშე. უკრაინაში მიმდინარე ომი, პანდემია და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები საკვების კრიზისს განსაკუთრებით იმ ქვეყნებში იწვევს, რომლებსაც მასთან გამკლავება ნაკლებად შეუძლიათ.
ევროპა
მსოფლიო
ბიზნესი
კულტურა
დედამიწა
ინოვაცია
მეტი
კატეგორიები
-
ევროპა
-
მსოფლიო
-
ბიზნესი
-
კულტურა
-
დედამიწა
-
ინოვაცია
-
მეტისერვისებიამინდი
კატეგორიები
ევროპა
ევროპა
მსოფლიო
მსოფლიო
კატეგორიები
აზია
აფრიკა
ამერიკა
ავსტრალია
გადაცემები
პრიზმა
წინანდლის ფესტივალი 2023
Scenes
ოკეანე
European Stories
ბაკურიანი 2023
ბიზნესი
ბიზნესი
კატეგორიები
ტექნოლოგია
საზოგადოება
ფოკუსი
პერსპექტივა
გადაცემები
ნამდვილი ეკონომიკა
ეკონომიკა
ბიზნესპლანეტა
Europe Decoded
მოგზაური
კატარი 365
კულტურა
კულტურა
დედამიწა
მეტი
მეტი
სპეციალური გაშუქება
უკრაინა
რუსეთი
საფრანგეთი
გერმანია
გაერთიანებული სამეფო
იტალია
ესპანეთი
პარტნიორის კონტენტი
დღის ამბები
მთავარი ამბავი
სერვისები
ამინდი