კატეგორიები

ნაზანინ ზაღარი-რატკლიფი თავისუფალია

ნაზანინ ზაღარი-რატკლიფი თავისუფალია

სამშობლოში დაბრუნდა ბრიტანეთის ორი მოქალაქე, რომლებიც 5 წელზე მეტს ხანს თეირანის ციხეში იმყოფებოდნენ. საქველმოქმედო ორგანიზაციის 43 წლის თანამშრომელი ნაზანინ ზაღარი-რატკლიფი და 67 წლის ინჟინერი ანუშეჰ აშორი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ბრიტანეთის მთავრობამ ირანთან შეთანხმებას მიაღწია.

ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ შეთანხმების შედეგად ასევე გაათავისუფლეს კიდევ ერთი პატიმარი მორად თაჰბაზი, რომელიც ბრიტანეთის, ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.

მხარეებმა შეთანხმების მიღწევა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებების პარალელურად შეძლეს.

ზაღარი რატკლიფი 2016 წელს თეირანის აეროპორტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, როცა ის ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ირანის სასამართლომ  ზაღარი რატკლიფს მაშინ 6 წელით პატიმრობა მიუსაჯა.

Related news
თეირანი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანში ჯარების გაგზავნა ვაშინგტონს „ჭაობში ჩაითრევს“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“
სხვა ამბები