კატეგორიები

რუსეთის საზღვაო ძალებმა უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე კონტროლი დაამყარეს

რუსეთის საზღვაო ძალებმა უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე კონტროლი დაამყარეს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საზღვაო ძალებმა  უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე კონტროლი დაამყარეს, რითიც უკრაინა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობისგან იზოლირებულია.

რუსეთმა ერთხელ უკვე მოახერხა აზოვის ზღვაში დესანტის გადასხმა, შესაძლოა მოსკოვმა მსგავსი ოპერაციის ჩატარება უახლოეს მომავალშიც სცადოს, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა.

რუსული საზღვაო ძალები აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას.

დაკავშირებული ამბები
საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა
სხვა ამბები