მთავარიევროპაუკრაინამარიუპოლი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა

მარიუპოლი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა

რუსული ჯარით ალყაშემორტყმული მარიუპოლი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. წითელი ჯვრის წარმომადგენლები ცდილობენ მოსახლეობის დახმარებას, თუმცა სახსრები არ ჰყოფნით.

„არ არის გათბობა, ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, ქსელი, ანუ არაფერია. სურსათი არ არის. წყალს წვიმის შემდეგ სახურავებიდან აგროვებენ“, – ამბობს მარიუპოლის წითელი ჯვრის ხელმძღვანელი, ალექსეი ბერნცევი.

8 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში უწყლობით ბავშვი დაიღუპა. მოსახლეობა თავს მიწისქვეშა თავშესაფრებს აფარებს და  ევაკუაციის შესახებ ამბებს ელის.  მათ აღარც ინტერნეტთან აქვთ წვდომა და  ინფორმაციის მიღება უჭირთ.

„ზოგიერთი საწვავს პოულობს ნაცნობების დახმარებით, ჩვენ კი გენერატორებს ვდგამთ, ვამზადებთ საკვებს და კოცონზე საჭმლის მომზადებაც კი დავაორგანიზეთ. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვავრცელებთ ინფორმაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხანდახან ინფორმაცია ადამიანებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჭმელი“, – ამბობს  ალექსეი ბერნცევი.

ალყაშემორტყმულ საპორტო ქალაქში 430 ათას ადამიანამდე ცხოვრობს. წითელი ჯვრის ინფორმაციით, მათგან ორასი ათასს, თითქმის ნახევარს, ქალაქის დატოვება სურს.

„შვილო, ვალერი, შვილიშვილო სერიოჟა, ილიჩოვსკის სანატორიუმის სარდაფში ვიმყოფები. ცოცხალი ვარ“, – მიმართავს ოჯახს კატერინა მალიცკაია.

მხარეები ევაკუაციის გზებზე მოლაპარაკებას ცდილობენ, თუმცა ახალი ბრძოლების გამო მათმა მცდელობებმა არაერთხელ განიცადეს წარუმატებლობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend