უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღისთვის ემზადება, თუმცა უკრაინის არმია მტერს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს და გამარჯვება ახლოს არის.
ალექსეი დანილოვი სოციალურ ქსელში წერს რომ, საოკუპაციო ძალებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რჩება ქალაქები – კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, მიკოლაივი, ჩერნიგოვი და ოდესა.
მისივე განმარტებით, რუსეთის არმიის გეგმაა უკრაინის შეიარაღებული ძალების ბლოკირებას და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნა. დანილოვი აცხადებს, რომ ახლა რუსული საოკუპაციო ძალების სარდლობის ძირითადი ყურადღება სამხრეთისკენ არის მიმართული და ცდილობს უკრაინას შავ და აზოვის ზღვებში გასასვლელი ჩაუკეტოს.
მტერი კვლავ არ კარგავს კიევის დაპყრობის იმედს – აცხადებს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.